მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
გაიმართა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა.

წელს ტურნირს უმასპინძლებს ქალაქი აბუ დაბი. ამიტომაც ერთ-ერთი მონაწილეა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჩემპიონი "ალ-ჯაზირა". დანარჩენი მონაწილეები, ტრადიციულად, ფიფაში შემავალი კონფედერაციების ჩემპიონები არიან.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "რეალი" ნახევარფინალიდან დაიწყებს გამოსვლას. მისი მეტოქე გაირკვევა 9 დეკემბერს, როცა "ალ-ჯაზირასა" და "ოკლენდ-სიტის" წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში შეხვდება აზიის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონს.

მეორე მეოთხედფინალში ითამაშებენ მექსიკის "პაჩუკა" და აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მათ შორის მოგებული 12 დეკემბერს, ნახევარფინალში დაუპირისპირდება ლიბერტადორესის თასის მფლობელს. ფინალი და მე-3 ადგილისთვის მატჩი 16 დეკემბერს
გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული