რიკარდო კარვალიო გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო კარვალიო შვიდთვიანი პატიმრობით დაისაჯა. გარდა ამისა, მას 142 822 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ფეხბურთელი დამნაშავედ ცნეს საიმიჯო უფლებებზე გადასახადების დამალვაში. ლაპარაკია 2011-12 წლების პერიოდზე.

ესპანეთის პროკურატურა კარვალიოსთვის ერთწლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ გაითვალისწინა პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშის აღიარებითი ჩვენება და აგრეთვე, 545 ათასი ევროს ოდენობის ვალის დაფარვა.

კარვალიოს სამჯერ აქვს მოგებული პრემიერლიგა "ჩელსისთან" ერთად. 2012 წელს "რეალში" ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ევრო 2016-ზე ოქროს მედალი აიღო პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში.

2017 წლის იანვრიდან კარვალიო
ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული