იუპ ჰაინკესის მიუნხენის "ბაიერნის“ მწვრთნელად დანიშვნამდე გუნდს მხოლოდ 1 მატჩში უხელმძღვანელა კარლო ანჩელოტის ყოფილმა ასისტენტმა ვილი სანიოლმა, რომლის სამწვრთნელო შტაბში დატოვება ჰაინკესმა არ ისურვა.
"რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობამ უქმად მყოფ სანიოლს კლუბის სტრუქტურაში მუშაობა შესთავაზა და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობისათვის, ვილის "ბაიერნთან" შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.