მიუხედავად იმისა, რომ "მარსელი" შესანიშნავად ათამაშდა, ამ დაპირისპირებაში ისიც აუტსაიდერია, თუმცა სამხრეთელთა მხარეს უდიდესი კოზირია - "ველოდრომი".
ეს იქნება პირველი "კლასიკი" პსჟ-ს შემტევი სუპერტრიოდან ორისთვის, ნეიმარისა და კილიან მბაპესთვის. სტუმრებს არ ეყოლებათ ბენ არფა და ტიაგო სილვა.
უნაი ემერი (პსჟ): "ანდერლეხტის" დამარცხების შემდეგ მთელი ყურადღება კვირის "კლასიკზე" გვაქვს გადატანილი. ვიცით, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრებს
ფაქტები
- სულ "მარსელსა" და პსჟ-ს შორის 91 ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
- ლიგა 1-ის ეგიდით "კლასიკზე" ზუსტად 100 გოლი გავიდა.
- 91 მატჩიდან 38 პსჟ-მ მოიგო, 32 კი "მარსელმა", 21 მატჩი ფრედ მორჩა.
პარასკევი, 20 ოქტომბერი
სენტ ეტიენი-მონპელიე 22:45
შაბათი, 21 ოქტომბერი
მონაკო-კაენი 19:00
ამიენი-ბორდო 22:00
ანჟერი-ტულუზი 22:00
მეცი-დიჟონი 22:00
ნანტი-გენგამი 22:00
რენი-ლილი 22:00
კვირა, 22 ოქტომბერი
ნიცა-სტრასბური 17:00
ტრუა-ლიონი 19:00
მარსელი-პსჟ 23:00
ბომბარდირები: 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"