მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს თავდამსხმელებმა გიორგი ილურიძემ და ნიკოლაი ყიფიანმა. 20 წლის ნიკოლაიმ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა (თბილისშია დაბადებული), თავისი გუნდიდან ერთადერთი გოლი გაიტანა. სულ მის ანგარიშზე 7 მატჩში გატანილი 3 გოლია.
"ეთნიკოსი" 4 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა და თუ ხვალ აუტსაიდერმა "არისმა" "აპოლონს" სძლია, ქართველების გუნდი უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდება. სხვათა შორის, შემდეგ ტურში, 25 ოქტომბერს "ეთნიკოსი" გასვლაზე "არისს" ხვდება.