როდესაც ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა, გზა რამოდენიმე ავტომობილით გადაუკეტეს და გუნდის გულშემატკივრებმა 50 ათასი დოლარი მოთხოვეს. ჰოლანმა უარი უთხრა და მოძალადეები დაემუქრნენ, რომ კიდევ დაბრუნდებიან და ფულს მაინც წაართმევენ.
არიენს დახმარებისთვის პოლიცისთვის არ მიუმართავს.
ჰოლანი "ინდეპენდენტეს" წელს ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი სხვადასხვა გუნდებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
არგენტინის 26-გუნდიან ჩემპიონატზე 6 ტურის შემდეგ "ინდეპენდენტე" 10 ქულით მე-11 ადგილზეა.