გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
რა ბანძი ტიპია :) ტაკოი ნაროდ :) :) გაუნათლებლობის ბრალია ეგ ყველაფერი.
მეგრელია გიორგი ზანთარაიაც-მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ძიუდოში და ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენი... აფხაზეთში დაიბადა და ომის დროს მშობლებმა სულ პატარა წაიყვანეს უკრაინაში, იქ გაიზარდა. ქართული კარგად არ იცის, უფრო მეგრული იცის, რაზეც მშობლებს ელაპარაკება.
მაგრამ!!! ამის მიუხედავად, ყველა ინტერვიუში, სადაც წარმოშობაზე ჰკითხავენ, ამბობს, რომ არის ქართველი!!! იმიტომ, რომ მეგრელი და ქართველი ერთი და იგივეა გენეტიკით, კულტურით და ისტორიით, მიუხედავად იმისა, რომ მეგრული ქართულისაგან განსხვავებული ენაა.
ენლილ
26 ოქტომბერი 2017 13:52
0
რუსია ქართული გვარით.გაიგეთ რა
Zsza
26 ოქტომბერი 2017 13:48
0
შეეშვით ამ რუს ჯიქიას, ათასი ასეთი ფეხბურთელია რუსეთში რუსი, ბარემ ყველაზე წერეთ.
დათო
26 ოქტომბერი 2017 13:21
0
სვანურისაგან განსხავევებით, მეგრული მართლა მაგრა გავს ქართულს, თუმცა სვანურშიც მოიძებნება ქართულის მსგავსი სიტყვები.
ბეთქილ
26 ოქტომბერი 2017 13:03
1
ეჰ გიორგი,გიორგი რა გითხრა ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ხარ.
*
26 ოქტომბერი 2017 12:49
0
ყველაფერი ჩვენი ბრალია, ფეხბურთის მესვეურების, ჩვენი ჟურნალისტების, ხელისუფლების, ფედერაციის,...გავიხსენოთ მეტრეველის ისტორია, ჩვენმა ბიზნესმანებმა ლაზრიშვილმა, ნემსაძემ, მაშინდელმა ფედერაციამ როგორ შეძლეს მეტრველის "გაქართველება", მაშინ სლავამაც არ იცოდა ქართული და არც ქართველობდა, ჩვენმა სიყვარულმა და პატრიოტების ფულებმა შეძლო მეტრეველის ჩამოყვანა, ნუ შემეკამათებით ყველაფერს თვითონ მოვესწარი, მათ შორის ტაშკენტის თამაშსაც და ბრაზილიასთან 5 ქართველის ოსტატობასაც (1965 წელი). ჩვენ ვერ გავაკეთეთ ყველაფერი მისთვის, მისი ოჯახისთვის და არა მარტო მატერიალური თვალსაზრისიტ, თუმცა, არც მატერიალური საკითხია უმნიშვნელო, თუმცა, ფეხბურტისთვის და ხალხის გახარებისთვის ახლა არავია სცალია, ყველა ცდილობს თავის თავზე, ყველა ფიქრობს გამდიდრებაზე ფიქრობს...
თეიმურაზი
26 ოქტომბერი 2017 12:47
4
კლასიკური იმპერიალიზმის იდეოლოგია: დაყავი და იბატონე. ეს ტიპი რუსეთში რომ არ იყოს, იტყოდი იუსაიდის მსმენელი აბიტურიენტიაო.
ევსტათი
26 ოქტომბერი 2017 12:41
0
მოკლედ რაა, ქართველებს სადღაც შიგნით მოღალატის ამომცნობი ისეთი დეტექტორი გვაქვს, არც რემონტი ჭირდება, არც დაზეთვა, არც ბატარეების გამოცვლა - მუშაობს მხეცივით.
ხანდახან ჩვენივე ქმედებებზე ატეხავს ხოლმე განგაშის სიგნალებს, მაგრამ ეგ არაფერი - მთავარია სხვა გამოვააშკარავოთ და ვაგინოთ, ვლანძღოთ, ჩავქოლოთ... DDDDDDDDD
korben dallas
26 ოქტომბერი 2017 12:31
10
ბოლო ბოლო ყველაფერი ნატელი გახდა და მაგის ტყუილებიც ვიტომ მერყეობდა და აქ ტამაში უნდოდა, არც მეგრელი არა ხარ, გარუსებული "ვიგოდნიკი", მაგ კაცზე ნუღარ დაწერტ როგორც სხვაგან მოტამაშე ქარტველზე,უფრო დავაფასე ჰუფნაგელი, მაგის წარმატება მტელი გულიტ გამიხარდება!
ალეკო
26 ოქტომბერი 2017 12:27
0
romeli svani naxe an sad naxe rom izaxdes svanebi eri varto??svanebi vart erovnebit qartvelebi da kutxurad svanebi.an ratom unda isavlebodes eg svanetshi da kaxetshi da guriashi ara?!es ojaxshi unda iswavlo rom jerqartvelixar da merexwr megrelic,svanic da gurulic...gaigee???
ss-s
26 ოქტომბერი 2017 12:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული