გიორგი ჯიქია: მეგრელი ვარ, არის ასეთი ხალხი საქართველოში

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა Российская Газета-ს, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

- ურთიერთწინააღმდეგობა არაა, რომ ქართველი რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, მაგრამ ასე გამოვიდა. ადრე ვფიქრობდი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, შემდეგ კი ყველა პლუსები და მინუსები ავწონე და მივხვდი, რუსეთის ეროვნული გუნდი უნდა ამერჩია. არაფერს არ ვნანობ.

- სამშობლოში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ისინი მოღალატედ მთვლიან. მთავარია, ოჯახმა დამიჭირა მხარი. დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს.

- თუ ზუსტად მახსოვს,
მეგრელი ხარ?

- დიახ, მეგრელი ვარ. ეს ასეთი ხალხია საქართველოში (Это такой народ в Грузии), რომელსაც თავისი ენა აქვს. საერთოდ არ ჰგავს ქართულს. მე ვლაპარაკობ მეგრულად.

- ქართულად?
- ცოტა უარესად. წერა საერთოდ არ ვიცი.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- ერთი თვის წინ ვიყავი, შარშანაც. თბილისი ძალიან მომეწონა.

- ქუჩაში გცნობენ?
- არაა. მასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია.

- უცნაურია. ქართველებს ხომ უყვართ ფეხბურთი.
- ალბათ, იქ, სადაც ვიყავი, ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ.
მკითხველის კომენტარები / 135 /
რა გჭირთ ხალხო! რა მეგრელი, რა რაჭველი, რა კახელი და რა სხვა? ამდენი სისულელის ლაპარაკი შეიძლება? რუსმა პროვოკაცია გადმოაგდო და დავერიეთ ურთიერთს! რატომ აღიზიანებთ და ლანნძღავთ ერთმანეთს? ვინმე ჯიქიამ სადაც უნდა იქ ითამაშოს, კუთხეებზე და ერთმანეთზე ასე საუბარი შეიძლება? ორ საუკუნეზე მეტია, ასე წაგვკიდებს ერთმანეთს და მერე კვდება რუსი სიცილით! რუსმა როგორ უნდა "აგვაგდოს"? შეკითხვებში არ სჩანს რისი მიღწევა უნდათ ამ ე.წ. ინტერვიუთი? ძნელი მისახვედრია? ეეჰ, როდის ვისწავლით ნეტავ ჭკუას? ან, ვისწავლით კი..?
jiji
01 ნოემბერი 2017 17:39
3
აქ ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, რატომღაც საერთოდ არ მიკვირს თუ რატომ დავკარგეთ აბხზეთი და აბხაზები და ოსეთი და ოსები!
Gveshveleba rame?
01 ნოემბერი 2017 15:35
3
samegreloc erti chveulebrivi regionia saqartveloshi rogorc danarcheni regionebi.magalitad : imereti, guria,qartli svaneti .....cnobistvic kvela regioni saqartveloaaaaaaa!!!rac sheexeba jiqias, rogorc esmis ise motxovet da pativi vcet ertmanets da saqartvelos
margali
01 ნოემბერი 2017 13:32
0
გაუმარჯოს საქართველოს თავისი კუთხეებით.სამეგრელოს თამადობით.
margal.
01 ნოემბერი 2017 12:39
0
მინდა შეგახსენოთ, რომ მაგასთან მოლაპარაკებები წარმოებული იყო და გვილიასგან განსხვავებით ფიცხელი უარი განაცხადა. ამ ამბავს ბევრი მიზეზი აქვს , ერთერთი ფული მაგრამ მტავარია, რომ ქართველობა არ ადარდებს. ესაა სიმართლე და მეტი დაწვრილმანება ვგონებ საჭიროც არ არის
გია
01 ნოემბერი 2017 12:16
1
ასეთი პროვოკაციული მასალა არ უნდა დაბეჭდოთ, თუ ქვეყნის სიკეთე გინდათ და 30 ვერცხლზე არ ხართ გაყიდულები.
გია-11
01 ნოემბერი 2017 10:44
1
ამ ფეხბურთელმა ვიღაცის ნაკარნახები ტექსტით მისცა ინტერვიუ. ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. რუსეთის ნაკრებში თამაშისთვის ესეც საჭირო იყო თურმე. ტიპიური შემთხვევაა, თანაც ორ კურდღელს იჭერენ - სეპარატიზმს აღვივებენ სპორტის საშუალებითაც, ძნელი მისახვედრი არ არის.
მერაბი
31 ოქტომბერი 2017 14:23
0
მეგრელრბი მაგრები ვართ, ურთიერთ მოყვარულები, გამტანები, უღალატო. მეგრელი მეგრელს სადაც არ უნდა იყვეს თავზე გადაყვება. ერთი შეგვეშალა. საქართველოს პატრონი ზვიად გამსახურდია მეგრელი იყო. იმ ავბედით წლებში ჩეჩნებმა იძმეს ოჯახით შეინახეს, მეგრელებმა კი სამეგრელოში ჩამოვიტყუეთ და მეგრელების ხელით მოკლით.
სიმართლე
31 ოქტომბერი 2017 03:38
0
ერთი შენა ხარ პატრონი ქვეყნისა და მეორე ზვიადი იყო, სამოქალაქო ომის ტავიდან აცილება შეეძლო და არ აიცილა, ვინც ეომა იმათ კი არ ვამართლებ, ზვიადის ვამტყუნებ, ნუ ორივე მხარე ტყუოდა, "დე გოლი არის ჩემი იდეალი"ო ამბობდა, გახსოვს? ჰოდა ბაბაია, დე გოლი გადადგა,რომ სამოქალაქო ომი არ დაწყებულიყო და "კუმირს' რატომ არ მიბაძა? თან ეროვნებებს აზიზღებდა ერთმანეთს, რაც დაიმსახურა ის მიიღო.................
G E L A
31 ოქტომბერი 2017 16:40
2
ეგ არ არის მეგრელი იტყუება...მეგრელი რომელიცე ქარტველი არ არის ის არც მეგრელია. იგივეა ყველა სხვა კუტხის წარმომადგენელზ
ლაშა
30 ოქტომბერი 2017 23:14
0
ყველაფერზე ნუ პანიკიორობთ ეს ქორთუები.

მერე რა რომ მეგრელობს? შენ რა დაგაკლდა ამით საქრთველოში?
არ იცის იმ კაცმა ქართული ენა, იმიტომ, რომ ალბათ რუსულ სკოლაში დადიოდა და სახლში მისული მშობლებს და მეზობლებს მეგრულად ელაპარაკებოდა.

რატომ?, იმიტომ რომ ტიფლისელი ინტელიგენციაც სულ რუსულ ყაიდაზე იზრდებოდა და ქაქანებდა საბჭოთა პერიოდში. ეხლაც ბევრია მანდ ტიფლისში, რუსეთს რომ უნდათ შეუძვრნენ ისევ. ისინიც ხო არ არიან მეგრელები?
სამეგრელოს სამთავრო ყველაზე ძლიერი რომ იყო მაშინაც კი არ უფიქრია გამოყოფაზე. ასე რომ დამშვიდდით.
ნევროზიანებო...
30 ოქტომბერი 2017 23:03
11
თუ კარგად დააკვირდები, ნევროზიანი შენ უფრო ხარ, თანაც შენსავე ნაბოდვარის საწინააღმდეგოს წერ. ისე ცოტა კითხვაც რომ იცოდე შენთვისვე იქნებოდა კარგი, მაშინ გაიგებდი, რომ 400 წლის წინ ირანში გადასახლებულმა ხალხმა აქამდე მოიტანა ენა, ( რა სკოლები ექნებოდათ, იმედია ამას მაინც მიხვდები) და მაგ შენი ჯიქიას მშობლებს რა ნაცილი გამოუვარდათ, რომ ხანდახან არ წაუკითხეს, რამე ქართული და არ შეაყვარეს? რას აპრავებ? ან რა სიტყვებია "ეს ქორთუები"ო რომ წერ?
ვასილიჩი
31 ოქტომბერი 2017 16:49
1
სამეგრელოს სამთავრო დადიანების მეთაურობით ერთ-ერთი პირველი გამოეყო იმერეთის სამეფოს. ასე, რომ ისტორია სხვას იძახის )))) მეგრელები ზოგადად ყველაზე მაგარი ქართველები არიან, მაგრამ გარუსებული არც მეგრელი მინდა და არც რაჭველი. თან ტიპს რუსებმა ჩაუნერგეს ალბათ რო მეგრულ ენას არაფერი საერთო არ აქვს ქართულთანო ))) არადა მეგრულიდან მოდის თანამედროვე ქართული!!!
rati
31 ოქტომბერი 2017 12:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული