ლამბრუმ რუმინულ Gazeta Sporturilor-ს მოუყვა, თუ რა დაემართა:"მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი და დავინახეთ, მოცურებული სატვირთო ავტომობილი როგორ მოექანებოდა ჩვენსკენ. გაზის მილს ამოვეფარე, ხელებით ჩავეჭიდე და მანქანამ ხელები მიმაჭყლიტა.
ვერასოდეს დავივიწყებ ამას. დროზე გამიკეთეს ოპერაცია, თორემ მკლავის გარეშე დავრჩებოდი".