ასამოა გიანი ავიაკომპანიის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
31 წლის განელი თავდამსხმელი ასამოა გიანი იტალიის, საფრანგეთის, საემიროების და ჩინეთის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, ზაფხულში თურქეთის "კაიზერისპორში" გადაბარგდა და კარიერის მანძილზე გვარიანი ფული იშოვა.

როგორც ამბობს, ხელმომჭირნე არასოდეს ყოფილა, თუმცა ფულს ყაირათიანად ხარჯავდა და დანაზოგით ბიზნესის წამოწყებას აპირებს. თურმე, ავიაკომპანიის ლიცენზია აიღო, რომელსაც Baby Jet Airlines-ი დაარქვა და სამშობლოში ჯერ სატვირთო, ხოლო შემდეგ ავიაგადაზიდვებს განახორციელებს.

გიანი განაში ძალიან პოპულარულია და ქვეყნის პრეზიდენტმა ნანა ედვარდ აკუფო ადომ ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა.

ასამოას განის ნაკრებში 105 მატჩში 51 გოლი აქვს გატანილი, აფრიკის თასის
ვერცხლის და ბრინჯაოსპრიზიორია, 2010 წელს კი შავი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული