ჟორჟინიომ ბრაზილიის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

AutoSharing Option
ბრაზილიაში დაბადებულ "ნაპოლის" 25 წლის ნახევარმცველს ჟორჟინიოს 2 მატჩი ქონდა ჩატარებული იტალიის ნაკრებში, თუმცა ორივე ამხანაგური იყო და ამდენად, უფლება აქვს სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზოს.

ჰოდა, სელესაოს მწვრთნელის ტიტეს მიწვევას დათანხმდა და მუნდიალზე ბრაზილიელთა გუნდის ღირსებას დაიცავს.

ჟორჟინიოს სკუადრა აძურას თავკაცი ჯამპიერო ვენტურა არ იძახებდა და ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ამან განაპირობა.

იტალიის მიმდინარე პირველობის 7 მატჩში მან 1 გოლი გაიტანა პენალტით და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ეს ამბავი La Gazzetta dello Sport-მა იუწყა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული