მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ამხანაგური მატჩების გაუქმება სურს და მის მაგივრად ერთიანი ლიგის შექმნა.
ამხანაგური მატჩები სულ უფრო არაპოპულარული ხდება და ამას გარდა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები უკმაყოფილონი არიან, რადგან ამხანაგური მატჩებისგან ისეთ სარგებელს ვერ იღებენ, როგორც ევროპული ქვეყნები.
მოსალოდნელია, რომ ახალი ტურნირი სამი დივიზიონისგან შედგება და უეფას ერთა ლიგის ანალოგი იქნება.
სავარაუდოდ, ლიგა 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება.
მომზადებულია This Day-ს მიხედვით