ლეონ გორეცკას "ბარსელონაში" გადასვლა უნდა

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, გელზენკირხენის "შალკეს" 22 წლის ნახევარმცველს ლეონ გორეცკას "ბაიერნი", "ლივერპული" და "იუვენტუსი" ეპატიჟება, მაგრამ გულში "ბარსელონაში" თამაში აქვს ამოჭრილი და საწადელის ასრულებას იმედოვნებს.

"ბარსას" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა მის თამაშს "ბაიერთან" შეხვედრაში დააკვირდა და თქვა, ნიჭიერი ფეხბურთელების მოსაძებნად მთელს მსოფლიოში დავდივარ, ეს ბიჭი პერსპექტიულია, თუმცა ჩვენ ძალიან მაღალი მოთხოვნები გვაქვსო.

გორეცკამ ამ სეზონში ბუნდესლიგაზე 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, აქედან 1 პენალტით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული