ჟორჟინიო ფრელო იტალიის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ბრაზილიაში დაბადებულ "ნაპოლის" 25 წლის ნახევარმცველს ჟორჟინიო ფრელოს 2 მატჩი აქვს ჩატარებული იტალიის ნაკრებში, თუმცა ორივე ამხანაგური იყო და ამდენად, უფლება აქვს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში იასპარეზოს, დათანხმდა კიდეც სელესაოს მწვრთნელს ტიტეს მიწვევაზე, რადგან მუნდიალზე სურს მონაწილეობის მიღება.

ახლა კი სკუადრა აძურას თავკაცმა ჯამპიერო ვენტურამ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებში სათამაშოდ იხმო და ჯერ უცნობია რას გადაწყვეტს.

ჟორჟინიომ იტალიის მიმდინარე პირველობის 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა პენალტით და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული