აზერბაიჯანში ფორვარდმა მსაჯს უთხრა, რომ პენალტი არ ეკუთვნოდა და გადაწყვეტილება შეაცვლევინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-11 ტურში "კიაპაზისა" და "ყარაბაღის" მატჩის 27-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ესეგეილი მეკარე იბრაჰიმ შეჰიჩთან პირისპირ გავიდა და წაიქცა, მსაჯმა რაგიმ ჰასანოვმა კი უმალ თერთმეტმეტრიანი დანიშნა და კიპერს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ამის შემდეგ ესეგეილმა აღიარა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ქონია, ხოლო რეფერიმ პენალტი აღარ დანიშნა და შეჰიჩს გაფრთხილება გაუუქმა.

შეხვედრა "ყარაბაღის" გამარჯვებით დასრულდა 2:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული