პეპე: "რეალის" გულშემატკივრები ასეთები არ არიან

AutoSharing Option
"ბეშიქთაშის" 34 წლის პორტუგალიელმა მცველმა პეპემ თავისი ამჟამინდელი გუნდის და მადრიდის "რეალის" ფანები შეადარა: "სტამბულში მაგარი გულშემატკივრობა იციან. როდესაც მოედანზე გადიხარ, მხარაჭერა აღგაფრთოვანებს. ალბათ, ბლანკოსის ქომაგები ასეთები არ არიან.

ამბობენ, ისინი ენთუზიაზმს ვერ გადმოგცემენო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ეს მართალი არაა. ამ ორი გუნდის ქომაგობა სხვადასხვანაირია. თურქეთში უყვართ ფეხბურთი. მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობენ. მატჩის შემდეგ დილამდე არ წყდება ხმაური".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული