სომხეთმა ჩვენი მომავალი მეტოქე ერევანში გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდრე საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გამოემგზავრებოდა, ბელარუსელთა ექსპერიმენტული გუნდი ერევანს ეწვია და ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე სომხეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა.

შეხვდა და 1:4 წააგო. მასპინძელთა გუნდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოირჩეოდა, რომელმაც ერთი გოლი თავად გაიტანა და საერთოდ, თამაში მიყავდა. რაც შეეხება სტუმრებს, უამრავი შეცდომა დაუშვა "ვიტებსკის" მცველმა ნიკიტა ნაუმოვმა და 82-ე წუთზე შეცვალეს.

სლავებმა 2-3 კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, თორემ ასეთი ანგარიშით არ დამარცხდებოდნენ, ან არც დამარცხდებოდნენ.

სომხეთი: ბეგლარიანი, ანდონიანი, მიქაელიანი, კადიმიანი (68. დაგბაშიანი), ამბარცუმიანი, მხითარიანი (75. გრიგორიანი),
ოვსეპიანი, ე. მალაქიანი (78. ვარდანიანი), ოზბილიზი (46. სიმონიანი), პიცელი (67. იშხანიანი), ბარსეგიანი (67. კორიანი)

ბელარუსი: გუტორი, ბურკო, პოლიტევიჩი, ნაუმოვი (82. გავრილოვიჩი), მ. ვოლოდკო, კორზუნი (62. ლაპტევი), ბიკოვი (46. კლიმოვიჩი), კარნიცკი (78. ევდოკიმოვი), სედკო (46. კოვალევი), ნეხაიჩიკი (74. მატვეიჩიკი), საროკა

გოლები: 41. ოზბილიზი 1:0, 45. მხითარიანი 2:0, 55. ოვსეპიანი 3:0, 58. საროკა (პენ), 84. ვარდანიანი 4:1

ეს შეხვედრა ქართველმა არბიტრმა ლაშა სილაგავამ იმსაჯა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი 13 ნოემბერს ქუთაისში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ მომენტების მიხედვით პირველი ტაიმის მე-40 წუთამდე ბელორუსს უბრალოდ არ გაუმართლა!!! ბელორუსი სომხეთზე უკეთესი გუნდია!
aburjga
11:17 10-11-2017
1
არაფრით არ გვჯობიან სომხები. ადრე ჩვენ ვჯობდით ბევრად, მაგრამ დღეს უბრალოდ გაგვითანაბრდნენ. ამიტომ 10-დან 9 იქით მოვუგოთ შეიძლება. ბელორუსის ნაკრები ჩვენზეც და სომხებზეც ძლიერი და კლასიანია. უბრალოდ ამ კონკრეტულ თამაშში არ გაუმართლათ, თორემ სომხებზე გაცილებით აზრიანი შეტევები ჰქონდათ. ერთია, რომ დაცვაში ითამაშეს საშინლად ბელორუსებმა.
Lasha
11:30 10-11-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული