ფერნანდო ტორესს ინგლისში უნდა დაბრუნება

AutoSharing Option
ისედაც არ ათამაშებენ 33 წლის თავდამსხმელს ფერნანდო ტორესს მადრიდის "ატლეტიკოში" სისტემატურად და როდესაც ნაახალწლევს დიეგო კოშტა დაიწყებს ასპარეზობას, მაშინ შეიძლება საერთოდ შეცვლაზეც აღარ მოუწიოს შესვლა.

ეს იცის ფერნანდომ და ნავთსაყუდელის გამოცვლა უნდა. "სანი" იუწყება, რომ ზამთარში ტორესს იჯარით "საუთჰემპტონში" ან "ნიუკასლში" უნდა გადასვლა.

შეგახსენებთ, "ნიუკასლის" ამჟამინდელი მენეჯერი რაფაელ ბენიტესი როდესაც "ლივერპულს" ედგა სათავეში, 2007 წელს მერსისაიდულმა კლუბმა სწორედ მისი მოთხოვნით შეიძინა ელ ნინიო.

მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ამ სეზონში როხიბლანკოს ძირითად შემადგენლობაში ტორესი მხოლოდ ორჯერ დააყენა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული