ამხანაგური მატჩები: უხვგოლიანი თრილერი რუსეთი-ესპანეთის თამაშზე [VIDEO]

AutoSharing Option
14 ნოემბერს მსოფლიოს სტადიონებზე ამხანაგური მატჩები გაიმართა. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს რამდენიმე მათგანი იწვევდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა კიოლნში საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

მუნდიალის მასპინძელმა რუსეთმა და ესპანეთმა კი სანკტ-პეტერბურგში სამ-სამი გოლი გაუტანეს ერთმანეთს.

გამარჯვებული ვერც "უემბლიზე" ინგლისი-ბრაზილიისა (0:0) და ლეირიაში პორტუგალია-აშშ-ის (1:1) დაპირისპირებაში გამოვლინდა.


კრასნოდარში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც ნიგერიასთან საბოლოოდ 2:4 წააგო.

მუნდიალს მიღმა დარჩენილმა ჰოლანდიის ნაკრებმა კი სტუმრად ბუქარესტში ჯავრი რუმინეთის
ეროვნულ გუნდზე იყარა - 3:0.

რაც შეეხება სხვა მეტ-ნაკლებად საინტერესო მატჩებს, ბელგიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით შინ იაპონიას მოუგო (1:0), ავსტრიამ ვენაში ურუგვაის აჯობა (2:1), კოლუმბიელებმა კი ჩინეთში
გაისეირნეს - 4:0.


არგენტინა-ნიგერია 2:4
გოლები: 1:0 ბანეგა (27), 2:0 აგუერო (36), 1:2 იჰეანაჩო (44), 2:2 ივობი (52), 2:3 იდოვუ (54), 2:4 ივობი (73)
არგენტინა (3-3-3-1): მარკეზინი - მასკერანო, პეცელა, ოტამენდი - პერესი, ბანეგა, ლო სელსო (58. გომესი) - პავონი (77. პეროტი), დიბალა (63. ბელუსკი), დი მარია (76. რიგონი) - აგუერო (46. ბენედეტო)


რუსეთი-ესპანეთი 3:3
გოლები: 0:1 ალბა (9), 0:2 რამოსი (35-პენ), 1:2 სმოლოვი (41), 2:2 მირანჩუკი (51), 2:3 რამოსი (53-პენ), 3:3 სმოლოვი (70)
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ნაჩო, პიკე, რამოსი (65. ვიტოლო), ალბა (46. მორენო) - ტიაგო (60. საული), ბუსკეტსი (58. დავიდ სილვა), ინიესტა (46. ილიარამენდი) - სუსო (46. კალიეხონი), როდრიგო, ასენსიო


გერმანია-საფრანგეთი 2:2
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (33), 1:1 ვერნერი (56), 1:2 ლაკაზეტი (71), 2:2 შტინდლი (90+3)
გერმანია (4-2-3-1): ტრაპი - ჩანი (83. შტინდლი), ზიულე, ჰუმელსი (46. რიუდიგერი), პლატენჰარდტი - ხედირა (75. რუდი), კროოსი - გიუნდოგანი (65. გიოტცე), იოზილი, დრაქსლერი - ვერნერი (85. ვაგნერი)
საფრანგეთი (4-3-3): მანდანდა - ჟალე (64. პავარი), უმტიტი, ვარანი, დინი (82. კურზავა) - ტოლისო, რაბიო, მატუიდი (64. ნზოზი) - მბაპე, ლაკაზეტი (76. გრიზმანი), მარსიალი


ინგლისი-ბრაზილია 0:0
ინგლისი (5-3-2): ჰარტი - უოლკერი, გომესი, სტოუნზი, მეგუაირი, ბერტრანდი (80. იანგი) - დაიერი, ლოფტუს-ჩიკი (36. ლინგარდი), ლივერმორი (90. როუზი) - ვარდი (75. სოლანკე), რაშფორდი (75. აბრაჰამი)
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, რენატო აუგუსტო (68. ფერნანდინიო) - კოუტინიო (68. ვილიანი), ჟეზუში (76. ფირმინო), ნეიმარი

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ დავარდნილა ესპანური ფეხბურთის დონე,რუსეთსაც კი ვერ უგებენ.
status quo
09:41 16-11-2017
0
რუსეთი ესპანეთის 90 წუთზე ესპანელი როდრიგო არ მოერიდა მეკარე ლუნიოვს,რომელიც ფეხებში ჩაუვარდა და ბურთზე დაასწრო,და თავში დაარტყა ფეხი.საშინელი სანახავი იყო,სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში,კარში კი ნახევარმცველი გლუშაკოვი ჩადგა,თუმცა მსაჯმა დრო აღარ დაამატა და იქვე დაამთავრა თამაში.
სოსო
17:26 15-11-2017
0

სიახლეები პოპულარული