პეპე თამაშისას ჩხუბის შემდეგ შეიძლებოდა ტაქსისტი გამხდარიყო

AutoSharing Option
პორტუგალიელი მცველის პეპეს მამამ ანაელ ფერეირამ გაიხსენა, რომ მისი შვილი ბავშვობაშიც ხისტი და გაუწონასწორებელი ფეხბურთელი იყო:

"13 წლის პეპეს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა და 0:1-ს აგებდნენ. მერე ანგარიში გაათანაბრეს, მათმა მეკარემ დროის გასაყვანად ბურთი დაიჭირა, ჩემი ბიჭი კი მივარდა, ბურთი ხელიდან გამოსტაცა და ატყდა ჩხუბი.

ვიღაცამ პეპეს ხელი კრა, მან ვერ მოითმინა, ხელი გაარტყა და გააძევეს. ერთმა ჟურნალისტმა თქვა, ამას ფეხბურთის თამაშს საერთოდ აუკრძალავენო. ის გეგმა B-სთვის, ანუ ტაქსის მძღოლობისთვის იყო მზად.

ავტომობილის ყიდვას დავპირდი, ოღონდ ჯერ უნდა
მოენდომებინა ფეხბურთელი გამოსულიყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული