ფეხბურთელის დედა დოლორესი იხსენებს, რომ მისი მეუღლე ხოსე დინის ავეირო ლოთი იყო და 52 წლის ასაკში ციროზით გარდაიცვალა. მაშინ კრიშტი 20 წლისა გახლდათ და ტრაგედია მძიმედ გადაიტანა. დედა აქებს კრიშტიანოს და ამბობს, რომ კარგი შვილი გაზარდა. როდესაც ძალიან უჭირდათ, დამლაგებლად მუშაობდა. მაშინ 11
შემდეგ ლოთობა და ნარკომანობა დაიწყო კრიშტიანოს 10 წლით უფროსმა ძმამ უგომ. დოლორესი თვეში 400 ფუნტს იღებდა და შვილის კლინიკაში მკურნალობისათვის კრედიტის აღება მოუწია, მერე კი უმცროსი ვაჟიშვილი დიდი ფეხბურთელი გახდა და შვებით ამოისუნთქეს.
უგო ბავშვობაში ალუმინის საამქროში მუშაობდა, ხატავდა კიდეც, სამოყვარულო გუნდში ფეხბურთსაც თამაშობდა, ახლა კი მადეირაზე რონალდოს მუზეუმის დირექტორია, ანუ, უბრალოდ, კრიშტიანოს ძმაა.
გუშინ კრიშტიმ ოჯახი (დედა, ძმა, დები კატია და ელმა, შვილი კრიშტიანო-უმცროსი და მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი) პარიზში საკუთარი თვითმფრინავით წაიყვანა, სადაც მეხუთედ გადასცეს "ოქროს ბურთი".