01:38 11-12-2017
ხოჭოლავა მატჩის 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც 1:0-ს იგებდნენ და "შახტარი" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
საქმე იმაშია, რომ დონბასური გუნდის ფეხბურთელები ზედმეტად უხეშობდნენ და სრულიად არასაჭირო მომენტებში იღებდნენ ბარათებს. 79-ე წუთზე მსაჯმა სერგეი ბოიკომ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ნახევარმცველი ივან პეტრიაკი, 86-ეზე ჰავბეკი ფრედი და მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 89-ე წუთზე უკანა ხაზის გასამაგრებლად ნახევარმცველ მარლოსის ნაცვლად შეცვლაზე ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა შეუშვა.
ყველაფერი ამის მერე დატრიალდა, თუმცა დავითს ამაში ბრალი საერთოდ არ მიუძღვის.
90-ე წუთზე მცველმა ბოგდან ბუტკომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი აიკიდა (სხვათა შორის, ეს ის ბუტკოა, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას საფინალო სასტვენის წინ აიკიდა თერთმეტმეტრიანი), რეფერიმ პენალტი დანიშნა, კამათისთვის წითელი ბარათი უჩვენა მცველს იაროსლავ რაკიცკის, "მეშახტეები" მოედანზე რვანი დარჩნენ და 90+4-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვეს - დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა მეკარე ანდრეი პიატოვს და რიკოშეტით კარში ბუტკომ შეაგორა.
ნამატჩევს ფონსეკა მოედანზე შევიდა და ბოიკოს ეკამათა, პრეს-კონფერენციაზე კი მოკლედ თქვა, ჩვენ ერთი გოლი გავიტანეთ, მეტოქემ ორი და დავმარცხდითო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გამოდის, რომ კლუბებში ჩვენი ნაკრების წევრების კონკურენტების წითელ ბარათებს უნდა ვუგულშემატკივროთ, თორემ სათამაშო პრაქტიკას რომ თავი დავანებოთ, სულ სკამზე ჯდომით ცოდონი არიან ბიჭები, ხერხემლის გამრუდება არ დაემართოთ
9
1
რატომ გგონიათ,რომ 3 თვის მისულ ხოჭოლავას დააყენებენ ძირითადში და უკრაინელ ცენტრალურ მცველებს,რომლებიც ნაკრების მოთამაშეები არიან,სასტავიდან ამოაგდებენ,ხოჭოლავა ჩერნომორეცშიც ეგრე იყო პირველი სეზონი,სად დარბოდა კაცმა არ იცის,მეორე სეზონი უფრო მაგრად ჩაატარა და იყიდა შახტარმა.2 დღის მისული კაცი სასტავში რომ ვერ მოხვდებოდა იცოდა თვითონაც,თქვა რომელიღაც ინტერვიუში.რას ითხოვთ,რომ აგუეროს და მერტენსის წინააღმდეგ შუქურაში 2 წლის წინ ნათამაშებმა კაცმა ითამაშოს?
3
2
ნაჩალიჩარი მატჩი იყო!
8
2
ვინ დამაჯერებს რომ თამაში ნაყომარები არ იყო?
6
0
ეტყობა ვინმე ბრაზილიელის დამატება უნდათ და ფული არ ყოფნიდათ :დ
5
0
მეკარის თამაში გაიდულს ჰგავდა...
5
0
თამაში გაყიდესო, რა ვერ გაიგე?)))
3
0
არა მარტო მეკარის...
0
0
მეკარემ მაგარი საგოლე პასები აკეთა, მაგრამ მარტო ერთი გაიტანეს.
4
0
რა "მახვილგონივრული" რამ უთქვია...
4
0
ღადოა ფონსეკა!
3
0
ამ სიტყვებში იმხელა „სიბრძნე„ დევს ,ჩვენ მაგას ვერ გავიგებთ....
3
0
ისეთი სათაურია თითქოს ხოჭოლავას ბრალი იყოს. 85 წუთზე შახტარს კაცი გაუგდეს, 90 ზე პენალტი დაუდეს და რაკიცკის წიტელი მისცეს. 94 წუთზე კიდე პიატოვს გაუვარდა ბურთი და ავტოგოლი გავიდა. ხოჭოლავა არაფერ შუაშია. მსაჯი კიდევ პოლიციამ გაიყვანა რო არ მოეკლათ :D
3
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული