01:38 11-12-2017
ხოჭოლავა მატჩის 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც 1:0-ს იგებდნენ და "შახტარი" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
საქმე იმაშია, რომ დონბასური გუნდის ფეხბურთელები ზედმეტად უხეშობდნენ და სრულიად არასაჭირო მომენტებში იღებდნენ ბარათებს. 79-ე წუთზე მსაჯმა სერგეი ბოიკომ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ნახევარმცველი ივან პეტრიაკი, 86-ეზე ჰავბეკი ფრედი და მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 89-ე წუთზე უკანა ხაზის გასამაგრებლად ნახევარმცველ მარლოსის ნაცვლად შეცვლაზე ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა შეუშვა.
ყველაფერი ამის მერე დატრიალდა, თუმცა დავითს ამაში ბრალი საერთოდ არ მიუძღვის.
90-ე წუთზე მცველმა ბოგდან ბუტკომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი აიკიდა (სხვათა შორის, ეს ის ბუტკოა, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას საფინალო სასტვენის წინ აიკიდა თერთმეტმეტრიანი), რეფერიმ პენალტი დანიშნა, კამათისთვის წითელი ბარათი უჩვენა მცველს იაროსლავ რაკიცკის, "მეშახტეები" მოედანზე რვანი დარჩნენ და 90+4-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვეს - დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა მეკარე ანდრეი პიატოვს და რიკოშეტით კარში ბუტკომ შეაგორა.
ნამატჩევს ფონსეკა მოედანზე შევიდა და ბოიკოს ეკამათა, პრეს-კონფერენციაზე კი მოკლედ თქვა, ჩვენ ერთი გოლი გავიტანეთ, მეტოქემ ორი და დავმარცხდითო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
აშკარად გაკეთებული თამაში იყო მეორე გოლი საერთოდ.... მეკერე ასე ბურთს არ იგერიებს
0
0
ნაჩალიჩარი მატჩი იყო!
8
2
მეკარემ მაგარი საგოლე პასები აკეთა, მაგრამ მარტო ერთი გაიტანეს.
4
0
xo ra ikumares, fexburts saertod ar unda ukuro kazma, am totalizatoris gadamkide, sakartvelos federaziaz am ferxulshia chambuli)))))
2
0
ვინ დამაჯერებს რომ თამაში ნაყომარები არ იყო?
6
0
ღადოა ფონსეკა!
3
0
მიშა ხომ მაგარია,მაგრამ ეგ მსაჯი უფრო მაგარი ყოფილა.სტატია რომ წავიკითხე,ვიფიქრე მუტკომ დაღუპა მეთქი შახტიორი,მაგრამ ვნახე ფრაგმენტები და აზრი შემეცვალა.მიშას ამერიკა მაინც გამოაგდებს ციხიდან და იმის ადგილზე ეგ მსაჯი შეაგდონ ,სჯობია.ჯერ ერთი,რომ დაიმსახურა და ალალია,მეორეც ,ამით დონეცკის ოლქში დარჩენილ შახტიორის გულშემატკივრებსაც შემოირიგებს უკრაინა.
0
1
ეტყობა ვინმე ბრაზილიელის დამატება უნდათ და ფული არ ყოფნიდათ :დ
5
0
ამ სიტყვებში იმხელა „სიბრძნე„ დევს ,ჩვენ მაგას ვერ გავიგებთ....
3
0
მეკარის თამაში გაიდულს ჰგავდა...
5
0
არა მარტო მეკარის...
0
0
თამაში გაყიდესო, რა ვერ გაიგე?)))
3
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული