"რეალმა" "ალ ჯაზირა" დაამარცხა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის "რეალმა" 2:1 დაამარცხა "ალ ჯაზირა" და ფინალში ბრაზილიის "გრემიოს" შეხვდება, რომელმაც მექსიკის "პაჩუკას" 1:0 სძლია.

ანგარიში 41-ე წუთზე "ალ ჯაზირას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რომარინიომ გახსნა, შესვენების შემდეგ რონალდომ საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 81-ე წუთზე ბეილმა მეორედ დაამწუხრა მეტოქე და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ ბლანკოსი უდიდეს უპირატესობას ფლობდა. რონალდომ ტურნირზე მე-6 გოლი გაიტანა, ლეო მესის, ლუის სუარესს და სესარ დელგადოს გადაასწრო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

ნამატჩევს "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა,
რომ მატჩის შედეგი სამართლიანია, გამარჯვება დაიმსახურეს, პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოიყენეს, მაინც მოიგეს და ფინალისთვის უნდა მოემზადონ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგის კარში არჩათვლილ გოლს, ზიზუმ ამ თემაზე საუბარს დელიკატურად აარიდა თავი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული