23:17 16-12-2017
"რეალი" ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, შარშან ბლანკოსმა ფინალში იაპონიის "კასიმა ანთლერსს" მოუგო.
უკანასკნელად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინამორბედ ტურნირზე, საკონტინენთთაშორისო თასზე ორჯერ ზედიზედ გამარჯვება, 1992 და 1993 წლებში "სან პაულუმ" იზეიმა.
"რეალმა" მესამედ მოიგო ეს ტურნირი და "ბარსელონას" დაეწია.
ზინედინ ზიდანმა ბლანკოსის მწვრთნელის რანგში უკვე მე-8 ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით ლუის მოლოვნის დაეწია და მხოლოდ მიგელ მუნიეზს ჩამორჩება.
ზიდანი 23 თვეში 8 ტროფეის დაეუფლა, რაც აქამდე ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის ვერცერთ მწვრთნელს ვერ მოუხერხებია.
რონალდომ ტურნირზე 7 გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი გაიმეორა. ის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ზედიზედ ორ ფინალში გოლის გამტანი პირველი ფეხბურთელია.
რონალდომ და ტონი კროოსმა ეს ტურნირი მეოთხედ მოიგეს. ესაც რეკორდია.
"რეალმა" ერთ კალენდარულ წელიწადში 5 ტურნირი მოიგო, რაც ამ კლუბის რეკორდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული