მალდინიმ და კარლოსმა რივალდოს დასცინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ ფაქტის აღსანიშნავად, არაბმა შეიხებმა მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავები მიიწვიეს.

მიწვეულ ფეხბურთელთა შორის იყვნენ: რონალდო, რივალდო, პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი, კარლეს პუიოლი და ლუიშ ფიგუ.

ლეგენდარულმა მოთამაშეებმა შოუ დადგეს და პენალტების დარტყმაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც რივალდოს ძალიან ცუდად გამოუვიდა.

ბრაზილიელის ძალიან ცუდად შესრულებულ პენალტზე კი მალდინიმ და კარლოსმა სიცილი ვერ შეიკავეს.

აღნიშნული ფაქტი ვიდეოში 30-ე წამიდან შეგიძლიათ ნახოთ.

აღსანიშნავია, რომ მეკარის მოვალეობას რობოტი ასრულებდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოტი და გიგზი ვერ იცანით თუ რატომ არაა ანოტაციაში))))
zere
17:30 20-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული