"ნიცას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ, მარიო ბალოტელის გუნდში ვეღარ დაიტოვებენ, რადგან ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თავად მარიომ კი თქვა, რომ ძალიან უნდა კვლავ იტალიის ნაკრებში ასპარეზობა, "მილანში" მიმსვლელი არაა, "ინტერში" დაბრუნებაზე უარს არ იტყოდა, თუმცა ყველაზე მეტად კვლავ "მანჩესტერ სიტიში" თამაში უნდა:
"მომწონს ეს გუნდი და მისი გულშემატკივრები, მიყვარს ეს კლუბი. იქ კარიერის 3 საუკეთესო წელი გავატარე და მის რიგებში უხელფასოდაც ვითამაშებდი.
თავიდან მანჩესტერში ცხოვრება გამიჭირდა, ეს ქალაქი ძალიან განსხვავდება ლონდონისგან, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე.
"ქალაქელები" საუკეთესოდ
ბურთაობენ. მახარებს მათი წარმატება. იმედია, პრემიერლიგას მოიგებენ".