"არსენალი" კარიმ ბენზემაში 40 მილიონზე მეტს არ გადაიხდის

AutoSharing Option
როგორც იუწყეს, "ბარსელონასთან" დამარცხების შემდეგ, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავდამსხმელ კარიმ ბენზემას უთხრა, რომ ეს მისი ბოლო კლასიკო იყო. ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბლანკოსი ფრანგ ფორვარდს ტრანსფერზე დააყენებს.

"დონ ბალონის" ცნობით, ბენზემას სამსახურით "არსენალი" დაინტერესდა, მზადაა 40 მილიონ ევროდ შეიძინოს და მეტის გადამხდელი არაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული