სტამბოლური გუნდის პირველი პირის თქმით, ისინი 30 წლის ნახევარმცველის ფანები არიან, თუმცა მისი შეძენა არ უფიქრიათ.
"ჩვენ არდა ძალიან გვიყვარს და "ბეშიქთაშში" მისი ნახვა კარგი იქნებოდა, მაგრამ გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორია.
ფეხბურთელთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია, მის პოზიციაზე ჩვენ მოთამაშეები უკვე გვყავს", - აღნიშნა ორმანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქი ფეხბურთელი ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა.
მომზადებულია football-espana-ს მიხედვით