ანტონიო კონტე: იმედია, ტიბო კურტუა ჩვენთან დარჩება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მენეჯერმა ანტონიო კონტემ კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში აქო მეკარე ტიბო კურტუა და იმედი გამოთქვა, რომ მის გუნდში დარჩება:

"ტიბოს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელია. იმედია, მასაც და სხვა წამყვან ფეხბურთელებსაც შევინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა, მისი დარჩენის იმედი მაქვს. მიხარია, რომ ჩემი გუნდის კარის დარაჯია. კმაყოფილი ვარ ტიბოს საქციელით და შრომისმოყვარეობით".

კურტუას სამსახურით "რეალია" დაინტერესებული და თავად გული ესპანეთისკენ იმად მიუწევს, რომ იქ მისი ორი შვილი ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული