
დღეს სილვამ თავად განმარტა ყველაფერი.
"ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ სიყვარულისა და თბილი სიტყვებისთვის. ამ კვირაში მრავალი წერილი მივიღე. განსაკუთრებით ვემადლიერები თანაგუნდელებს, მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას.
მინდა გაუწყოთ, რომ ჩემი შვილი მატეო დღენაკლული დაიბადა და ექიმების დახმარებით ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის",-დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერზე.