აზარმა ორჯერ უარი თქვა "ჩელსისთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე და "რეალში" სურს გადასვლა
AutoSharing Option
RMC Sport-ის ცნობით, ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა ორჯერ უარი განაცხადა "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მიზეზი კი ისაა, რომ "რეალში" უნდა გადაბარგება.
ედენის თავის გუნდში გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული ბლანკოსის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელსაც მისი დონის პლეიმეიკერი ძალიან სჭირდება.
ცნობისათვის, აზარს "არისტოკრატებთან" შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.