ხავი ფრანკ რიბერის კატარში ურჩევს კარიერის გაგრძელებას

AutoSharing Option
ვეტერან ფრანგ ნახევარმცველს ფრანკ რიბერის "ბაიერნთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და "ალ სადის" ფეხბურთელმა ხავიმ კარიერის კატარში გაგრძელება ურჩია:

"ვფიქრობ, რიბერიმ აქ რომ გააგრძელოს კარიერა, ეს შესანიშნავი სიახლე იქნება ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარისათვის. კატარში ცხოვრების ფანტასტიკური დონეა. ოჯახთან ერთად აქ ცხოვრება შესანიშნავია.

მაგალითად, ჩემი ქალიშვილი ასია აქ დაიბადა, რაც ძალიან მიხარია. რა თქმა უნდა, ფეხბურთი არაა ევროპული დონისა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფრანკს კარიერის ამ ქვეყანაში გაგრძელება ესიამოვნება. თუნდაც "ალ სადში". რიბერი მსოფლიოს უკანასკნელი ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული