"ინტერმა" "ბარსელონასთან" ჟერარ დეულოფეუს იჯარაზე დაიწყო მოლაპარაკება

AutoSharing Option
ისედაც არ უწევდა "ბარსაში" თამაში ნახევარმცველ ჟერარ დეულოფეუს და ფილიპე კოუტინიოს შეძენის შემდეგ, შეიძლება საერთოდ აღარ მოუწიოს ასპარეზობა, ამიტომ ნავთსაყუდელის გამოცვლა სურს და არც კლუბია ამის წინააღმდეგი.

ასულგრანას მისი 20 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს, მაგრამ "ინტერს", რომელიც რეალურადაა დაინტერესებული დეულოფეუს სამსახურით, მხოლოდ იჯარა აწყობს. "გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული