რუსეთის ნაკრების ექს-კაპიტანის არშავინის მეუღლე თვითმფრინავიდან ჩამოსვეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანის, ანდრეი არშავინის მეუღლე ალისა კაზმინა თვითმფრინავიდან ჩამოსვეს.

საქმე იმაშია, რომ მოსკოვი - ალმა-ათას რეისის აფრენისას ბავშვისთვის საფენის გამოცვლა დაიწყო და ღვედი აიხსნა, რაც აკრძალულია, თან ეკონომ-კლასიდან ბიზნეს-კლასში ძიძას გადაყვანა მოითხოვა, როდესაც უარი უთხრეს, განაცხადა, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მაიორია, დებოში ატეხა და სტიუადესას დაემუქრა. მოკლედ, თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და რეისი 103 წუთის დაგვიანებით განხორციელდა.

მეორე დღიდან სტიუარდესას მუქარის შემცველი შეტყობინებები მისდიოდა, ვითომ საგამომძიებლო კომიტეტიდან, სინამდვილეში კი ალისა უგზავნიდა.

ალისა
არშავინის მეორე მეუღლეა, პირველი, იულია ბარანოვსკაია, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს, გაექცა, მერე ორშვილიანი ალისა შეირთო და მასთან ქალიშვილი შეეძინა.

ეს ალისა ორიოდ თვის წინ წერდა:"არ ვაპატიე ღალატი, გავეყარე. არ მინდა მასთან ცხოვრება. არავისთან არ წავსულვარ. ყველა რატომღაც მიიჩნევდა,
რომ არშავინი გამექცეოდა. პირიქით კი მოხდა. რა, ისეთი ქალი ვარ, რომ არავის ვუნდივარ? ცოტა ხნის წინ ჩემი ნაცნობი, ოთხშვილიანი ქალი გათხოვდა.

მალე ანდრეი ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს. მართალი გითხრათ, პირველ ქმარს რომ გავეყარე და არშავინს გავყევი, ჩემი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა".

თუმცა, ამის შემდეგ ანდრეი და ალისა შერიგდნენ და ქალი მასთან ყაზახეთში მიემგზავრებოდა. გეცოდინებათ, არშავინი "კაირატში" თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არშავინს ხბოიანი ძროხა მოუყვანია
ბაბუ
08:53 10-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული