გიგზის მამა საკუთარ შვილს აძაგებს, რომელსაც თავის რძალთან ჰქონდა რომანი

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ახალი მწვრთნელის რაიან გიგზის მამამ, დენი უილსონმა "სანს" მოუყვა თავისი ოჯახის ისტორია - თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ რაიანთან მას შემდეგ, რაც საკუთარ ძმას ოჯახი დაუნგრია.

რაიანს 7 წელი რომანი ჰქონდა თავისი ძმის მეუღლესთან ნატაშასთან. 2011 წელს ეს როდრიმ გაიგო და ოჯახი დაანგრია.

"მე მისი სახელის ხსენებაც კი არ მინდა. ექს - ფეხბურთელად მოვიხსენიებ.

როგორც უფროსი, უმცროსი ძმისთვის მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო. მან კი ზურგში დანა ჩაარტყა. სამარცხვინოდ ატყუებდა და ბოდიშის მოსახდელად გამბედაობაც არ ეყო.

რასაც რაიანმა მიაღწია, მთელს
მსოფლიოში ყველაზე ამაყი მამა უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე შერცხვენილი კაცი ვარ.

თავისი თავი პირველ ადგილზე დააყენა. ერთადერთი სატელევიზიო კარიერაზე და მანჩესტერში სასტუმროების გახსნაზე ზრუნავს. ტელევიზორში როცა გამოჩნდება, ვთიშავ. ოჯახის ყველა წევრი ასე აკეთებს.

უელსის ნაკრების მწვრთნელს საზოგადოება პატივს უნდა სცემდეს. რაიანი ასეთი არაა. ჩემი შვილია და თვალზე ცრემლები მადგება, როდესაც ვამბობ, რომ ოჯახი მას პატივს არ სცემს და არ აინტერესებს რას აკეთებს", - განაცხადა დენიმ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამუდამოდ უნდა აუკრძალონ სექსი გიგზს
Polm
20 დეკემბერი 2018 01:21
0
ნატაშა არა პოლიგრაფე!! საქმეს მიხედე! ნაკრები ჩაგაბარეს!
გიგიზს
17 იანვარი 2018 16:29
8
სულ დამავიწყდა.
ყველგან ნატაშა როგორ უნდა იყოს გარეული.
haha
17 იანვარი 2018 14:10
2
ესეთი რამე უპატიებელია.
haha
17 იანვარი 2018 14:08
0
არის რაღაცეები ცხოვრებაში, რასაც ვერ ჩამოირეცხავ...
გიგა„
17 იანვარი 2018 12:33
0
მართალია ეს კაცი.
status quo
17 იანვარი 2018 10:52
0
ნაგავი მასტი ყოფილა
c
17 იანვარი 2018 09:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული