ქალებზე ძალადობის გამო გიგზი უელსის ნაკრებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
რაიან გიგზი ზაფხულში უელსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ უხელმძღვანელებს, - იტყობინება Sky Sports-ი.

ამის მიზეზი ისაა, რომ გიგზი ორ ქალს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნაკრების მწვრთნელი ევროპირველობაზე რობერტ პეიჯი იქნება, მისი თანაშემწე კი - ალბერტ სტეივენბერგი.

გიგზს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და სასამართლოს წინაშე წარსდგება - მან 2020 წლის ნოემბერში საკუთარ სახლში უორსლიში თავის ყოფილ მეგობარ გოგონას კეიტ გრევილს და ამავე საღამოზე მყოფ 20 წლის გოგონას სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიაყენა.

გიგზი 2020 წლის 4 ნოემბერს პოლიციაში მრავალსაათიანი
დაკითხვის და გირაოს გადახდის შემდეგ  გაათავისუფლეს, ახლა კი მანჩესტერის სასამართლოს წინაშე 28 აპრილს უნდა წარსდგეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული