გიგზი: ზიდანს ბეილზე ვერ ვესაუბრე, ინგლისური კარგად არ იცის...

AutoSharing Option
უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ გარეთ ბეილის შესახებ მადრიდის "რეალის" დამრიგებელ ზინედინ ზიდანს ენობრივი ბარიერის გამო ვერ ესაუბრა.

"ზიდანთან კონტაქტი არ მქონია. ესპანურად და ფრანგულად კარგად ვერ ვსაუბრობ. ჩემი მხრიდან ასეა. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ზიდანმა ინგლისური არც ისე კარგად იცის.

მიუხედავად იმისა, რომ გარეთს "რეალში" პრაქტიკა არ აქვს, არ ვდარდობ. უბრალოდ სიტუაციას ვადევნებ თვალს. როცა ბეილი ნაკრებში ჩამოვა, ყველაფერზე მაშინ დაველაპარაკები", - აღნიშნა გიგზმა.

უელსელი ფორვარდი გარეთ ბეილი რაიან გიგზმა ეროვნულ გუნდში ფინეთისა და
ბულგარეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსები თვლიდნენ,რომ სხვას უნდა ესწავლა რუსული.აქ საცხოვრებლად გადმოსული რუსი,ქართულს არ სწავლობდა.ასევე ინგლისელებიც თვლიან,რომ სხვები არიან ვალდებულნი,ინგლისური იცოდნენ.თვითონ ესწავლა ცოტა ფრანგული,ან ესპანური და პრობლემა არ ექნებოდა.დარწმუნებული ვარ,სკოლაში რომელიმე ენას ასწავლიდნენ.
სოსო
16:42 04-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული