მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის აუტსაიდერის, კამენსკოეს "სტალის“ 20 წლის ნახევარმცველი მიხეილ მესხი თვლის, რომ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზე ყოფნას არ იმსახურებს.

„ვფიქრობ, ელიტარულ დივიზიონში დარჩენა შეგვიძლია. წესით, ბოლო ადგილზე არ უნდა ვიყოთ. გამოცდილება გვაკლია, არგასაშვებ გოლებს ვუშვებთ, ამიტომ სეზონის პირველ ნახევარში ბევრი ქულები დავკარგეთ. თავად ვართ დამნაშავენი. უშუალო კონკურენტებთან გვექნება თამაშები და მდგომარეობის გამოსწორება შეგვეძლება. ამისათვის თავს არ დავზოგავთ“, - განაცხადა მიხეილმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად თურქეთში იმყოფება შეკრებაზე.

მესხი დონეცკშია დაბადებული, უკრაინის მოქალაქეა, "სტალი“ კი ხვალ ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში ნიკა
ძალამიძის ბუქარესტის "იუვენტუსს“ შეხვდება. ცნობისათვის, რუმინული ბიანკონერიც ქვეყნის პირველობის აუტსაიდერია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული