უეფას პრეზიდენტი მდიდარი კლუბების ტრანსფერებზე: ეს უნდა შევაჩეროთ!

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა აღნიშნა, რომ ფეხბურთში ბალანსი უნდა შენარჩუნდეს.

"ყველაზე მდიდარი კლუბები ყველა საუკეთესო ფეხბურთელს ყიდულობენ. ეს უნდა შევაჩეროთ", - თქვა ჩეფერინმა.

სლოვენიელის თქმით, უეფა აპირებს, კლუბის მფლობელებთან ევროპულ ფეხბურთში აგენტების საკომისიოებისა და ფეხბურთელების ზღვრის საკითხი განიხილოს.

კლუბები, რომლებიც ახალ წესებს არ დაიცავენ, ფუფუნების გადასახადს გადაიხდიან.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ