"ვინც რუსეთისგან გაზს ყიდულობს, ეხმარება ამ ქვეყანას და უნდა მოვკვეთოთ?!" - UEFA-ს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიიღეს დისკვალიფიკაცია ბელარუსებმა

AutoSharing Option
Uefa-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბელარუსის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან არ მოკვეთეს.

როგორც იცით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ბელარუსი რუსეთის ერთ-ერთ მოკავშირედ და დამხმარედ ითვლება და ტურნირებიდან ამ ქვეყნის მოკვეთასაც მოითხოვდნენ.

"ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გვეტყვის, რა ვქნათ. ჩვენ არცერთ პოლიტიკოსს არ მოვუსმენთ. ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ, ბოიკოტი და აკრძალვა არ მიყვარს, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში სხვა არჩევანი უბრალოდ არ იყო. ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ამ სიგიჟის შეჩერებას.

რამდენიმე პოლიტიკოსმა მოგვწერა, რომ ყველა, ვინც რუსეთს დაეხმარა,
უნდა მოიკვეთოს. ახლა მე ვიკითხავ: ისინი, ვინც გაზს ყიდულობს, ეხმარებიან რუსეთს? - უნდა მოვკვეთოთ ყველა ევროპული ქვეყანა, თუნდაც ყველაზე დიდი, რომელიც აგრძელებს გაზის ყიდვას?

გეოსტრატეგიული პრობლემები პოლიტიკოსებმა უნდა მოაგვარონ. სპორტული ორგანიზაციებისგან თავიანთი საქმის კეთების მოთხოვნა არის პოპულიზმი", - უთხრა ჩეფერინმა InfoLibre-ს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმედია ზოგიერთი აქ ასე გულმხურვალედ ითხოვდა რუსეთ-უკრაინის გარიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან როცა რუსეთ-საქართველოს ყველა ომისას უკრაინა ასრულებდა "ბელორუსიის" მოვალეობას. უკრაინის პორტებიდან წამოსულმა გემებმა გადმოსხეს დესანტი საქართველოში და ბომბავდნენ საქართველოს მიწა-წყალს!
ზვიადი
18:55 10-04-2024
21
ყველაზე მეტ რუსეთის გაზს უკრაინა მოიხმარს!!!
tngh
18:22 10-04-2024
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული