ჩეფერინმა რუსებს შეუთვალა - "უკრაინაში ომის დასრულებამდე საერთაშორისო ტურნირებზე ვერ დაბრუნდებით"!

AutoSharing Option
Uefa-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა Sportklub-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, თუ როდის დაბრუნდებიან სავარაუდოდ, რუსული კლუბები ევროსარბიელზე.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მანამდე, ვიდრე უკრაინაში ომი იქნება, რუსები იქნებიან გარიყულნი იქნებიან და საერთაშორისო შეჯიბრებებში არ დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვლის მერე, მას მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რუსული კლუბები და ნაკრებები ტურნირებიდან მოკვეთილნი არიან.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ ჩეფერინ! მართალი ბრხანდებით, ომის შემდეგაც კარგად ხანს არ უნდა დაუშვან ეს ბოროტება
ზურაბ
15:29 20-09-2023
0
ვფიქრობ ომიც რომ დამთავრდეს( რა თქმა უნდა უკრაინის გამარჯვებით) მაინც არ უნდა დააბრუნონ, რადგან ამ წელიწადნახევარში უამრავი ბოროტება ჩაიდინეს. იკითხავს ალბათ ვინმე ფეხბურთელები რა შუაშიაო. სწორედაც შუაშია რადგან არ აპროტესტებენ.მესმის რომ საშიშია საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ გამოსავალი ხომ არის. წადი სხვა ქვეყანაში და იქ ითამაშე. ფულიც აქვთ და საშუალო დონის(ცოტა ნაკლები) გუნდებში შეძლებენ თამაშსაც აზრის დაფიქსირებასაც
დავით 67
04:42 20-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული