ნეიმარს ესპანეთში დაბრუნება სურს

AutoSharing Option
ერთდროულად ორი ფრანგული გამოცემა "ეკიპი" და "პარიზიენი" იტყობინებიან, რომ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს ესპანეთში დაბრუნება უნდა.

აღნიშნული გამოცემების მტკიცებით, ბრაზილიელს ამის შესახებ ახლო გარემოცვაში უთქვამს.

"დიჟონთან" მოგებულ მატჩში (8:0) მან პოკერი და 2 საგოლე პასი მიითვალა და რადგან პენალტი ედინსონ კავანის არ დაარტყმევინა, გულშემატკივრებმა უსტვინეს. ამ დროს, ურუგვაელს იმისათვის, რათა კლუბის ისტორიაში საუკეთეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, გოლის გატანა სჭირდებოდა.

ნეის უკმაყოფილების შესახებ იცის კლუბის ხელმძღვანელობამ, იმასაც უწყიან, რომ მისი შეძენა "რეალს" უნდა და ყველანაირად ცდილობენ ვითარების დარეგულირებას.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თავის დროზე დიდ ინგლისელ ფიზიკოსს,ერნსტ რეზერფორდა ასეთი რამე აქვს ნათქვამი:არ შეიძლება ერთდროულად ორ ბატონს ემსახურო.ან მამონას ემსახურები,ან მეცნიერებას.ნეიმარს ორივე უნდა და დამატებით კიდევ საუკეთესოობაც,თანაც ამდენი პრეტენზიები,ჭირვეულობა...ნეის მგონი ვარსკვლავური დაავადება შეეყარა.დრო გავა,გაუვლის,მაგრამ დრო იკარგება.არ უნდა წასულიყო ბარსადან,იქ ხომ ზღაპარს თამაშობდნენ ის ,მესი და სუარესი,მაგრამ ამბიციებმა გადასძალა.
სოსო
12:14 25-01-2018
0
აბა ბარსადან და პრიმერადან საფრანგეთში, რომ გადავიდა ფულის გულისთვის რა ეგონა?! რონალდინიო სულელი კი არ იყო პსჟ-დან ბარსელონაში, რომ გადაბარგდა... ეჰ, სამწუხაროდ მაგ ბიჭს ჭკუა მართლა მარტო ფეხებშ ჰქონია:(
ბიკენტი
10:57 25-01-2018
0

სიახლეები პოპულარული