გერმანიის საფეხბურთო კავშირი - "კარდიფს": არ დაგვიმტვრიოთ ფეხბურთელები

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კარდიფი". უელსური გუნდი ძალიან უხეშობდა, მატჩის დასაწყისში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს ილკაი გიუნდოგანს, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს მცველი ჯო ბენეტი "ქალაქელთა" ჰავბეკს ლეროი სანეს ეუხეშა, რომელიც ასევე ბუნდესგუნდის წევრია და მან ნაანტრაქტევს თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

ამ შეხვედრის შესვენებისას გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ტვიტერით მიმართა უელსურ გუნდს:"გამარჯობა, "კარდიფ სიტი". უბრალოდ გაცნობებთ, რომ ზაფხულში მუნდიალზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გთხოვთ, ნუ დაამტვრევთ ჩვენს ფეხბურთელებს. გმადლობთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული