ნეიმარი: ლუკას მოურას პსჟ-ში უსამართლოდ მოექცნენ

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუკას მოურა 25 მილიონ ევროდ შეიძინა, 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი და 27-ნომრიანი მაისურა გადასცა.

თანამემამულეს გუნდიდან წასვლას "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდი ნეიმარი გამოეხმაურა:"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ის ჩემი მეგობარი და კარგი ფეხბურთელია. მას იშვიათად ათამაშებდნენ. ჩემის აზრით, უსამართლოდ. თუმცა, მე კლუბის მფლობელი არა ვარ. მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეშვათ.

მოურა ჩემი საფეხბურთო ძმაა. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მინდა, ბევრი გოლი გაიტანოს და სელესაოში დაბრუნდეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული