ჟოზე მოურინიოს ნეიმარის შესაძენ ფულს გამოუყოფენ

AutoSharing Option
Goal.com-ი ირწმუნება, რომ "მანჩესტერის" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა თავის გუნდში პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის გადაყვანა და კლუბის სპონსორები ტრანსფერის განსახორციელებელი თანხის გამოყოფაზე დაითანხმა.

"იუნაიტედის" პატრონების აზრით, ეს ამად ღირს, რადგან ნეის შეუძლია გუნდი სერიოზულად გააძლიეროს და თანაც, კლუბის იმიჯიც გააუმჯობესოს.

თუმცა, "მანიუ" იმიჯი გაუმჯობესებას არ საჭიროებს და თანაც, "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ გარკვევით თქვა, ეს ბიჭი არ იყიდება და ტყუილად თავს ნურავინ შეიწუხებსო.

ისე, არც ის გაგიკვირდეთ ეს ამბავი სულაც მონაჭორი რომ იყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული