კატალონიური "სპორტი" ამტკიცებს, რომ "მანჩესტერი" მზადაა ზაფხულში მეკარე დავიდ დე ხეა გაყიდოს, ოღონდ ნამეტანი ძვირად აფასებს - 130 მილიონ ევროდ და ცენტსაც არ დააკლებს.
მისი შეძენა "რეალს" უნდა, მაგრამ ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.
ამ სეზონში დავიდმა ყველა ტურნირზე 31 მატჩში 21 გოლი გაუშვა.