ამ სტატიაში კი იმ ცნობილი ქალბატონების შვილებზე გიამბობთ, რომლებიც პატარა ასაკიდანვე ბურთს დასდევენ.
პოპ-ვარსკვლავ მადონას ხილვა ხშირად ლისაბონის მოედნებზე შეგეძლებათ. მისი შვილი დევიდ ბანდა "ბენფიკას" ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობს და მადონაც თავის შვილს გვერდში უდგას.
Spice Girls-ის ყოფილი მომღერალი და დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია თავისი შვილის საფეხბურთო კარიერასაც ხელს უწყობს. ვიქტორიას და დევიდის შვილს, რომეოს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ამერიკის ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაშიც ვარჯიშობს.
ფეხბურთითაა გატაცებული კიდევ ერთი პოპ-ვარსკვლავის,
მოედანზე ხშირად იხილავთ მსახიობსა და ჰოლივუდის ვარსკვლავ ქეით უინსლეტს. მისი და სემ მენდესის შვილი ჯოი ერთ-ერთი ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის წევრია.
ფეხბურთის მოყვარულები არიან ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის შვილებიც. აღსანიშნავია, რომ მათ გოგონები ჰყავთ, თუმცა ეს ფეხბურთის სიყვარულში ხელს არ უშლით.
ფეხბურთი უყვარს ცნობილ მოდელ ჰაიდი კლუმის გოგონა ლენი სამუელსაც. 13 წლის შვილთან ერთად კლუმი მწვანე მოედანს ხშირად სტუმრობს.
"ბარსელონას" გულშემატკივარია და ფეხბურთის მოყვარული ოსკაროსანი მსახიობის, რიზ უითერსპონის შვილი. დეიკონ ფილიპი საფეხბურთო წრეზეც დადის.