ეჭვობენ, რომ გიორგი ჭანტურიას "ურალისა" და "გომელის" მატჩი ჩაწყობილი იყო

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, გუშინ კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა ეკატერინბურგის "ურალმა" ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში 5:2 დაამარცხა ბელარუსის "გომელი" და შეხვედრის 75-ე წუთზე პენალტით გოლი რუსული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ გაიტანა.

არაკომერციულმა ორგანიზაცია Federbet-ემ, რომელიც ჩაწყობილ თამაშებს იძიებს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სახელდობრ, მისმა ხელმძღვანელმა ფრანჩესკო ბარანკამ თქვა, რომ მატჩის სცენარი უცნაურად განვითარდა, "ურალი" 55-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა და ამ დროს "ურალის" 2 და მეტი გოლით მოგებაზე უჩვეულოდ ბევრი ფსონი დაიდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული