"სკენდერბეუს" გარიგებული მატჩების გამო ევროთასებიდან 10 წლით მოკვეთენ

AutoSharing Option
ალბანური "სკენდერბეუ" ახლო მომავალში ევროთასებზე ვერ იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Panorama Sport-ი ავრცელებს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, ალბანელებს 1 მილიონი ევროთი დააჯარიმებს და ევროთასების 10-წლიან დისკვალიფიკაციას მისცემს. აღნიშნული დასკვნა უეფამ იმ დოკუმენტების საფუძველზე გამოიტანა, რაც ადგილობრივ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში.

უეფამ "სკენდერბეუს" მიმართ გამოძიება ბოლო 7 წელიწადში გარიგებული მატჩების ეჭვით დაიწყო.

2017 წლის ზაფხულში "სკენდერბეუს" 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტული "მატჩების შედეგებზე გავლენის" გამო ჩამოართვეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტექსტი სავსეა შეცდომებით. სირცხვილია უბრალოდ.
გიორგი
18:02 16-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული